საერთაშორისო
ირანმა განაცხადი წარადგინა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსზე

ირანმა განაცხადი წარადგინა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსზე. როგორც ARMENPRESS-ი წერს, ევრაზიის ეკონომიკური კომისიის (EACE) პრესსამსახურის ცნობით, კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა ვიდეოკონფერენციის ფორმატში, ინტეგრაციისა და მაკროეკონომიკის მინისტრის სერგეი გლაზევის თავმჯდომარეობით. კონსულტაციების მონაწილეებმა აღნიშნეს EAEU-ს წევრ ქვეყნებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრესული განვითარება და მიესალმა ქვეყნის განზრახვას დაიწყოს EAEU-ში დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსის მოპოვების პროცედურა․







