
სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ედვარდ ასრიანს აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში არაერთი შეხვედრა ჰქონდა.
„არმენპრესის“ ცნობით, სრ თავდაცვის სამინისტროდან ირკვევა, რომ ედვარდ ასრიანს შეხვედრები ჰქონდა თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს დირექტორთან მაიკ მილერთან, აშშ-ს არმიის უსაფრთხოების მხარდაჭერის სარდლობის მეთაურთან, ბრიგადის გენერალ ალენ პეპერთან და თავდაცვის საერთაშორისო უსაფრთხოების მდივან, თავდაცვის პოლიტიკის ოფისის დირექტორის მოადგილე, ტრესა გენოუსთან.
შეხვედრებზე განიხილეს სრ-აშშ-ს თავდაცვის პარტნიორობის მიმდინარე კურსი, მომავალი პროგრამები და რეგიონული უსაფრთხოება.








