„3+3“ რეგიონულ პლატფორმას ხანგრძლივი სიცოცხლე არ ექნება, კვლავ ამტკიცებენ ექსპერტები

„3+3“ რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის მესამე შეხვედრაზე მიიღეს ერთობლივი კომუნიკე, რის შედეგადაც მინისტრებმა, მეზობლური ურთიერთობების გადამწყვეტი აუცილებლობის გათვალისწინებით, რაც გამომდინარეობს ერთობლივი ინტერესების რეალიზებისკენ მიმართული ერთობლივი ძალისხმევით, კიდევ ერთხელ დაადასტურეს დავების მშვიდობიანი გადაწყვეტა, სუვერენიტეტის პატივისცემა, პოლიტიკური დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების განუყოფლობის მნიშვნელობა, საშინაო საქმეებში ჩაურევლობა, ძალის ან ძალის მუქარის გამოყენების აკრძალვა და ადამიანის უფლებების პატივისცემის მნიოშვნელობა, რაც ეფუძნება გაეროს წესდების პრინციპებს.
რეგიონულ პლატფორმაზე სტამბოლში “3+2” ფორმატში გამართული შეხვედრის გაანალიზებისას ექსპერტები ოპტიმიზმს არ გამოხატავენ. მათ მიაჩნიათ, რომ ის დიდ შედეგებს ვერ მიაღწევს და სხვა პლატფორმების მსგავსად დავიწყებას მიეცემა.
პოლიტოლოგი არა პოღოსიანი დარწმუნებულია, რომ თურქეთში გამართულ „3+3“ ან „3+2“ ფორმატის შეხვედრას დიდი შედეგი არ მოჰყოლია. მისთვის მოსალოდნელი იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მმინისტრის სერგეი ლავროვის წინადადება სომხეთსა და აზერბაიჯანს, გამოიყენონ „3+3“ პლატფორმა სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობის დასასრულებლად.
„ეს პლატფორმა ვერ იქნება ეფექტური და სხვა პლატფორმების მსგავსად დაივიწყება, თუ რა თქმა უნდა არ მოხდება ასეთი რეგიონული ძვრები ან თუ აზერბაიჯანი არ გადაწყვეტს ყველა სხვა პლატფორმაზე უარის თქმას და უპირატესობის „3+3“-ს მინიჭებას, მაშინ ესეც გარკვეული დროის შემდეგ დაივიწყება.
ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებებმა, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ძალოვანი ცენტრები შედიოდნენ, შედეგი არ გამოიღო, თუმცა მასში შედიოდნენ აშშ, საფრანგეთი და რუსეთი.
ბაქომ უარი თქვა ვაშინგტონისა და ბრიუსელის პლატფორმებზეც კი სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობების მოწესრიგებასთან დაკავშირებით. რა საფუძველია ვივარაუდოთ, რომ წარმატებული იქნება „3+3“ ან „3+2“ პლატფორმა, რომელშიც შედის რუსეთი, თურქეთი, ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო?
არა პოღოსიანი. „სომხური მხრიდან არის მოსაზრება, რომ ახლა არის საუკეთესო მომენტი „სამშვიდობო ხელშეკრულების“ დასადებად, იმ თვალსაზრისით, რომ აშშ და დასავლეთი ცდილობენ გაზარდონ თავიანთი გავლენა და ეს ქმნის შესაძლებლობას მაქსიმალური ზეწოლა მოახდინოს აზერბაიჯანზე. როდესაც ვსაუბრობთ აზერბაიჯანის მოთხოვნაზე ეუთოს მინსკის ჯგუფის დაშლის შესახებ, უნდა ვნახოთ რა მოხდება. რაც ხდება, განსაკუთრებით დასავლეთის ქვეყნებში, ნიდერლანდებში, შვეიცარიაში, ბრიუსელში, აშშ-ში კეთდება განცხადებები არცახში ეთნიკური წმენდის განხორციელებასთან დაკავშირებით, შეფასება ეძლევა, რაც ბუნებრივად იწვევს აზერბაიჯანში შიშს, რომ გარკვეული გეოპოლიტიკური რეალობის პირობებში ცვლილებების შედეგად, არცახის საკითხი შესაძლოა კვლავ დაბრუნდეს საერთაშორისო პლატფორმებზე“.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თურქეთში გამართული „3+2“ შეხვედრის ფარგლებში სამხრეთ კავკასიაში მთავარ საფრთხედ მიიჩნია: არარეგიონული ქვეყნები, რომლებიც, მისი აზრით, „ცდილობენ საკუთარი წესები უკარნახონ რეგიონს”. ლავროვის თქმით, მიზანი არ არის რეგიონული პრობლემების მოგვარება, არამედ ნატოს ფორმატების ხელშეწყობა.

პოლიტოლოგი ჰაკობ ბადალიანი, საუბრობს რა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის წინადადებაზე, განიხილოს „3+3“ პლატფორმა, როგორც პლატფორმა სამშვიდობო ხელშეკრულებაზე სამუშაოების დასასრულებლად, თავის Telegram არხში წერს:
„ჩემი აზრით, მთავარი ის არის, რომ სამი ქვეყანა ერევანსა და ბაქოს სთავაზობს პროცესის მართვის ფორმატს და არა შეთანხმების ფორმატს. მათ ასევე ესმით, რომ სრული სამშვიდობო ხელშეკრულების პერსპექტივა არ არის გარდაუვალი. უფრო მეტიც, აქ პრობლემა არა მხოლოდ ერევანსა და ბაქოს შორისაა, არამედ სწორედ ირანის, რუსეთისა და თურქეთის ტრიადის, რომლებსაც, რა თქმა უნდა, საერთო ინტერესები აქვთ მთელ რიგ საკითხებში და კონკურენტულ რეჟიმში არიან რიგ ყოვლისმომცველ სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებში“.
ანალიტიკოსი ლავროვის წინადადებას სიტუაციურ ან ტაქტიკურად აფასებს, რადგან გლობალური შეთანხმებების შემდეგ კავკასიის მმართველობის გეოპოლიტიკური ფორმატი შეიცვლება.
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სტამბოლში რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის „3+3“ ფარგლებში მირზოიან-ბაირამოვის შეხვედრის დროს, მხარეებმა განაგრძეს მოლაპარაკებები „მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარება“ შეთანხმების გარშემო და შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ძალისხმევას ხელშეკრულების საბოლოო დასრულებასა და უმოკლეს დროში დადების მიმართულებით. არა პოღოსიანი, თუმცა, „სამშვიდობო ხელშეკრულების“ ხელმოწერის მიმართულებით ოპტიმიზმის მიზეზს ვერ ხედავს, მით უმეტეს, რომ სომხეთმა არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა ხელშეკრულების ხელმოწერისთვის, მაგრამ თავად აზერბაიჯანია წინააღმდეგი.
თავის გამოსვლაში არარატ მირზოიანმა ხაზი გაუსვა რეგიონის განბლოკვის მნიშვნელობას, ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და იურისდიქციის პატივისცემას.
“3+3” რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის მესამე შეხვედრის შედეგად მიღებულ იქნა ერთობლივი კომუნიკე, რომელშიც მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს გაეროს წესდების პრინციპებზე დაფუძნებული დავების მშვიდობიანი მოგვარება, სუვერენიტეტის პატივისცემა, პოლიტიკური დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისო დემარკირებული საზღვრების განუყოფლობის მნიშვნელობა, შიდა საქმეებში ჩაურევლობა, ძალის გამოყენების ან ძალის მუქარის აკრძალვა და ადამიანის უფლებების პატივისცემა.
მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლას ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ვაჭრობის, ენერგეტიკის, ინვესტიციებისა და კავშირგაბმულობის სფეროებში.







