კულტურა
საფრანგეთის კინოთეკამ პატივი მიაგო სერგეი ფარაჯანოვს
სერგეი ფარაჯანოვის დაბადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 5 დეკემბერს, საფრანგეთის კინოთეკაში ცნობილი კინორეჟისორის ფილმების რეტროსპექტიული ჩვენებები დაიწყო. საფრანგეთში სომხეთის საელჩოს ეგიდით, სომხეთის კინოს ფონდთან და ფრანსის კურკჩიანის ფონდთან თანამშრომლობით, ფრანგული კინემატოგრაფიის ამ პრესტიჟულ დაწესებულებაში დაახლოებით ათი დღის განმავლობაში ნაჩვენები იქნება სერგეი ფარაჯანოვის ათზე მეტი მხატვრული და მოკლემეტრაჟიანი ფილმი. პროგრამაში ასევე იქნება დიდი ოსტატისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმები.







