ზელენსკი – შეჭრის დღიდან რუსმა ჯარებმა უკრაინაში მოკლეს 50 მღვდელი და დაანგრიეს 700 ეკლესია

2022 წელს უკრაინაში ფართომასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან რუსმა ჯარებმა მოკლეს 50 მღვდელი და გაანადგურეს თითქმის 700 ეკლესია, განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ CBN-თან ინტერვიუში.
„რუსები უკრაინის ეკლესიებს თითქმის ეპყრობიან ისე, როგორც სკოლებს ანუ შემო ვიდნენ ჩვენს ტერიტორიაზე, დაანგრიეს სკოლები და ეკლესიები ისე, რომ კვალიც კი არ დაუტოვებიათ. შესაბამისად, შეიპყრეს მღვდელები მოკლეს სხვადასხვა ხერხით , სულ 50 სასულიერო პირია მოკლული“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, ზოგიერთი მღვდელი აწამეს. „არსებობს ყველა მტკიცებულება იმისა, თუ როგორ აწამეს ისინი. რატომ აწამეს ისინი? „მხოლოდ იმიტომ, რომ „აიძულებდნენ“ ემსახურათ პატრიარქ კირილისათვის და მათი ეკლესიისთვის, ხოლო მღვდელი ემსახურება ხალხს და ღმერთს“, – თქვა ზელენსკიმ.
მან ასევე თქვა, რომ ესკალაციისას რუსმა ჯარებმა 700 უკრაინული ეკლესია აღაგავეს, პირისაგან მიწისა.







