ხმა აიმაღლეთ, რომ აზერბაიჯანმა რუბენ ვარდანიანს სამუდამო პატიმრობას არ მიუსაჯოს – მოწოდება საერთაშორისო თანამეგობრობას

ანალიტიკურმა ორგანიზაცია Genesis Armenia-მა მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს: დაეხმარეთ, რათა აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევის მსხვერპლი რუბენ ვარდანიანი სამუდამო პატიმრობით არ დაისაჯოს.
მოწოდებაში ნათქვამია: „მხარი დაუჭირეთ, რომ აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევის მსხვერპლს რუბენ ვარდანიანს სამუდამო პატიმრობა არ მიესაჯოს.
ანალიტიკური ცენტრი Genesis Armenia კატეგორიულად გმობს ბაქოს ხელისუფლების მცდელობას, საზოგადოებრივ-სახელმწიფო მოღვაწეს, ადამიანის უფლებათა დაცვის ერთგულს რუბენ ვარდანიანს მიუსაჯოს სამუდამო პატიმრობა.
რუბენ ვარდანიანი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის გლობალური დამცველია. მან ჩადო უზარმაზარი რესურსი, რათა გაეცოცხლებინა საერთაშორისო ფორუმი „ავრორა“ გლობალურ დონეზე, მოეწვია ჰუმანიტარული საქმის კეთების ერთგულები მთელს მსოფლიოში კონფლიქტურ ზონებში და დახმარებოდა გაჭირვებულ ადამიანებს. მისი ერთგულება ჰუმანიტარული ღირებულებებისადმი ცნობილია მთელ მსოფლიოში.







