კულტურა
ტურისტები სომხეთს ირჩევენ ბუნების, შესანიშნავი ღვინისა და მდიდარი სამზარეულოსთვის – La Repubblica

მილანი-ერევნის პირდაპირი რეისები სისტემტურად დაფრინავენ და მუდამ სავსე არიან. ტურისტებს იზიდავს კავკასიის ამ პატარა ქვეყნის მრავალფეროვნება, წერს იტალიური გამოცემა La Repubblica.
„სომხეთის ისტორია უძველესი დროიდან მოდის. არის პირველი ერი, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა (ახ. წ. 301 წელს), აქ არის მსოფლიოში უძველესი (6000 წლის) ღვინის მარნები, ნაპოვნია უძველესი (5500 წლის) ტყავის ფეხსაცმელი.
სოხეთის მონასტრები, რომელთაგან ბევრი იუნესკოს მემკვიდრეობაა, ყოველთვის იზიდავდა ტურისტებს, დღეს სომხეთს ირჩევენ ბუნებრივი ლანდშაფტის , შესანიშნავი ღვინოებისა და მდიდარი სამზარეულოს გამო “, – აღნიშნავს იტალიური გაზეთი.







