რუბენ ვარდანიანი საჯარო სასამართლო განხილვას ითხოვს

ბაქოს ციხეში არალეგალურად მყოფმა პოლიტპატიმარმა რუბენ ვარდანიანმა ოჯახთან სატელეფონო საუბრისას შეტყობინება გაავრცელა. მას ქვემოთ წარმოგიდგენთ.
მინდა მივმართო საერთაშორისო თანამეგობრობას, ადამიანებს, რომლებიც არ არიან გულგრილები იმის მიმართ, რაც ხდება ჩვენს რეგიონში და ვისაც სურს ხანგრძლივი და რეალური მშვიდობა.
მე, რუბენ ვარდანიანი, 2023 წ. 27 სექტემბრიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იზოლატორში ვიმყოფები, ამ დღეებიდან 340 სამარტოო საკანში გავატარე, ხოლო სასამართლო პროცესამდე 23 – სადამსჯელო საკანში. მინდა შემდეგი განცხადება გავაკეთო, თუ ამას კითხულობთ, ეს ნიშნავს, რომ მე ამოვწურე ყველა სხვა საშუალება, რომ გადმოგცეთ სიმართლე იმის შესახებ, რაც აქ ხდება.
ჩემი სასამართლო სხდომა 17 იანვარს, 15:00 საათზეა ჩანიშნული, მითხრეს, რომ წაყენებული მაქვს 42 ბრალი, რომელთაგან ზოგიერთი სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.
მაგრამ მე და ჩემს ადვოკატს ჯერ არ მოგვეცა საშუალება, გაგვეცნო 422 ტომიანი სისხლის სამართლის საქმე აზერბაიჯანულ ენაზე, რომელსაც მე არ ვფლობ და ამისთვის მოგვცეს საკმაოდ მოკლე ვადები: 2024 წ. 9 დეკემბრიდან 2025 წლის 8 იანვრამდე.
მე მხოლოდ 2025 წლის 8 იანვარს რუსულად მივიღე იმ მუხლების სია, რომლებშიც მადანაშაულებენ.
ამავდროულად, ზეწოლა განხორციელდა ჩემზე, ჩემს ადვოკატზე და ჩემს თარჯიმანზე, რათა გვაიძულებდნენ, რეტროსპექტულად ხელი მოეწერათ დოკუმენტებს, მათ შორის, დაკითხვის ცრუ ჩანაწერებს, რომლებიც არასოდეს ყოფილა.
მე ოფიციალურად ვაცხადებ შემდეგს: დაკავების პირველივე დღიდან არანაირი ჩვენება არ მიმიცია, გარდა პირველი დაკითხვისა, რომლის დროსაც უბრალოდ ჩემი სახელი დავაფიქსირე. ყველა ჩანაწერი ჩემი ხელმოწერით არის ყალბი. ეს დოკუმენტები ფაქტობრივად არ არსებობს.
კიდევ ერთხელ დაჟინებით ვაცხადებ ჩემს აბსოლუტურ უდანაშაულობას, ჩემი თანამემამულეების უდანაშაულობას და მოვითხოვ ამ პოლიტიზებული საქმის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ჩვენს წინააღმდეგ.
მიუხედავად ჩვენი უდანაშაულობისა და საქმის პოლიტიკური მოტივებისა, დიდია ალბათობა იმისა, რომ პროკურორები უგულებელყოფენ ჩემს განცხადებას და განაგრძობენ სასამართლო პროცესს. ამ გარემოებაში ვითხოვ და მოვითხოვ, მხარი დაუჭიროთ ჩემს შემდეგ მოთხოვნებს:
- მოგვეცეს საშუალება მე და ჩემს ადვოკატს სრულად მოვემზადოთ დაცვისთვის, კერძოდ, მოგვეცეს დრო და შესაძლებლობა, რომ ყურადღებით გავეცნოთ საქმის მასალებს რუსულ ენაზე.
- აღმოიფხვრას ჩადენილი დარღვევები და ფალსიფიკაციები, კერძოდ, მიუღებლად იქნას აღიარებული ყველა ყალბი დოკუმენტი და დაკითხვის ოქმი, რომელიც არასოდეს ყოფილა ჩატარებული, რადგან დაკავების დღიდან არანაირი ჩვენება არ მიმიცია.
- ჩემი და ყველა სხვა ბრალდებულის სასამართლო პროცესი უნდა ჩატარდეს საჯაროდ, მე დაჟინებით მოვითხოვ, რომ სასამართლო პროცესი მაქსიმალურად ღია იყოს, საერთაშორისო მედიის და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.
- გაერთიანდეს ჩემი საქმე სხვა ბრალდებულების საქმეებთან, ჩემი 422-ტომიანი საქმის 400-ზე მეტი ეპიზოდი წაყენებულია ჩემს წინააღმდეგ ცრუ ბრალდებებთან.
მე არ ვგრძნობ არც ბოროტებას და არც სიძულვილს. პირიქით, გულწრფელად თანავუგრძნობ ყველას, ვინც არღვევს კანონს, მორალურ პრინციპებს და ყურანის მცნებებს.
დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილი მშვიდობა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა კონფლიქტში ჩართული ქვეყნების ლიდერები, თავიანთი საზოგადოებების თანხმობით, შეძლებენ ყვავილებით შეამკონ ამ ომში ყველა დაღუპულთა საფლავებზე.
გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს მოხდეს ჩემს სიცოცხლეში. როგორც დიდმა მაჰათმა განდიმ თქვა, სამყაროს თვითგანადგურებისგან გადარჩენა არის ძალადობის გარეშე, ჭეშმარიტების და სიყვარულის პრინციპებით ცხოვრება. ნამდვილ მშვიდობას შეგვიძლია მივაღწიოთ ყველა ადამიანის მიმართ თანაგრძნობით, განურჩევლად მათი კანის ფერის, ეროვნებისა თუ რელიგიისა.
გმადლობთ ყველას მხარდაჭერისთვის, მიყვარხართ ყველა და მადლობელი ვარ ჩემს მიმართ კეთილი მიდგომისთვის.
იცოდეთ, რომ ძლიერი ვარ, ვუძლებ და მჯერა, რომ სიმართლე გაიმარჯვებს. რუბენ ვარდანიანი







