ჩრდილოეთ კორეის ჯარები უკრაინის ფრონტზე ორი კვირაა არ იმყოფებიან. დანაკაგების გამო გაიწვიეს. NYT

ჩრდილოეთ კორეის ჯარები უკრაინის ფრონტზე აღარ ჩანს, იუწყება New York Times. ჩრდილოეთ კორეამ თავისი საუკეთესო ჯარები გაგზავნა რუსეთის დასახმარებლად უკრაინის წინააღმდეგ ომში, მაგრამ რამდენიმე თვის მძიმე დანაკარგების შემდეგ ისინი ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს, ირწმუნება ამერიკული გაზეთი. NYT-ის წყაროები ირწმუნებიან, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები ფრონტის ხაზზე დაახლოებით ორი კვირაა არ ჩანდნენ. ნოემბერში დაახლოებით 11,000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცის ჩამოსვლამ რუსეთში შეშფოთება გამოიწვია უკრაინასა და მის დასავლელ მოკავშირეებში, რომლებიც შიშობდნენ, რომ მათი განლაგება ომის მნიშვნელოვან ესკალაციას ნიშნავდა, წერს გაზეთი. თუმცა, სულ რაღაც სამ თვეში ჩრდილოეთ კორეელების რიგები განახევრდა, აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ალექსანდრე სირსკი.







