სპორტი
ჯონ ვან ‘ტ შიპი სომხეთის საფეხბურთო ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელია

სომხეთის საფეხბურთო ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.
ამის შესახებ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციაში იუწყებიან.
სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა არმენ მელიქბეკიანმა დღეს სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს ჯონ ვან’ტ შიპი წარუდგინა.
სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ვან’ტ შიპის კანდიდატურა დაამტკიცა.
მწვრთნელი თავის მოვალეობას 2025 წლის 1 მარტიდან შეუდგება.
ის მწვრთნელის რანგში ხელმძღვანელობდა აიაქსსა და საბერძნეთის ეროვნულ გუნდს, იყო ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის მარკო ვან ბასტენის ასისტენტი.
მისი ხელმძღვანელობით ავსტრალიურმა კლუბმა მელბურნ სიტიმ 2016 წელს მოიგო ავსტრალიის თასი.







