სპორტი
ფიგურული ციგურაობა | ბერულავამ და მეტელკინამ ტილბურგის საერთაშორისო ტურნირი მოიგეს #1TVSPORT

1tv.ge წერს, რომ 15-17 თებერვალს ნიდერლანდების ქალაქ ტილბურგში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში. მასში მონაწილეობდა საქართველოს ნაკრების სპორტული წყვილი – ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა.
მათ როგორც მოკლე, ასევე თავისუფალი პროგრამით მაღალ დონეზე იციგურავეს და, ჯამში, 203.95 ქულა დაიმსახურეს, რაც ტურნირზე საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.
ქართულ წყვილს 20-25 მარტს მსოფლიო ჩემპიონატი ელის.







