ანალიტიკა

ტრამპმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მრავალი ცრუ განცხადება გააკეთა. CNN

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი ახალი ადმინისტრაციის პირველი კაბინეტის სხდომაზე მრავალი ცრუ განცხადება გააკეთა. სიცრუეები მოიცავდა მრავალ საკითხს, მათ შორის უკრაინას დახმარებას, ევროკავშირთან ვაჭრობას, ინფლაციას, ელექტრონული ფოსტით კენჭისყრას და სხვა. ტრამპმა ასევე გამოტოვა კრიტიკული კონტექსტი ორ განცხადებაში, რომელიც დაკავშირებულია ილონ მასკის მცდელობებთან ფედერალური მთავრობის რეფორმირების ძალისხმევებთან, იტყობინება CNN, რომელმაც გადაამოწმა თეთრი სახლის ხელმძღვანელის ზოგიერთი განცხადება. აშშ-ისა და ევროპის დახმარება უკრაინას ომის დროს – ტრამპმა გაიმეორა მისი ჩვეული ცრუ განცხადება, რომ აშშ-მ უკრაინას 350 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია, ხოლო ევროპამ უკრაინას მხოლოდ 100 მილიარდი დოლარის დახხმარება გაუწია.

ეს რეალობას მოკლებულია. კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემებით, ევროპამ, ევროკავშირმა და ცალკეულმა ევროპულმა ქვეყნებმა უკრაინას 2024 წლის დეკემბრამდე გაცილებით მეტი სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს (დაახლოებით 259 მილიარდი აშშ დოლარი), ევროპამ აგრეთვე უფრო მეტი სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია (დაახლოებით 139 მილიარდი აშშ დოლარი), ვიდრე აშშ-მ (დაახლოებით 120 მილიარდი აშშ დოლარი). აშშ-ის მთავრობის მთავარმა ინსპექტორმა მოახსენა, რომ ,,2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, აშშ-ს დაფინანსება უკრაინას შეადგენს დაახლოებით 183 მილიარდ აშშ დოლარს, მათ შორის 130,1 მილიარდი აშშ დოლარი სავალდებულო და  გამოყოფილი და 86,7 მილიარდი დოლარი“, და ეს მოიცავს აშშ-ში დახარჯულ ან სხვა ქვეყნებში გაგზავნილ დაფინანსებას.

ობამას დახმარებაზე უკრაინისთვის – ტრამპმა გააცოცხლა თავისი პირველი პრეზიდენტობის დროს არაერთხელ გამოთქმული ცრუ დაჟინება, ობამას ადმინისტრაციის სამხედრო დახმარების შესახებ უკრაინისთვის, რომელზეც მან თქვა რომ “მათ თქვეს”, რომ ობამას არაფერი მიუცია. თუმცა მართალია, ობამას ადმინისტრაციამ უარი თქვა უკრაინას იარაღის მიწოდებაზე, მაგრამ 2014-2016 წლებში უკრაინას 600 მილიონ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია, მათ შორის საზენიტო და სარაკეტო რადარების, ჯავშანტექნიკის, ტაქტიკური თვითმფრინავების, ღამის ხედვის მოწყობილობების და სამედიცინო საჭიროებების სახით.

ევროკავშირი და ვაჭრობა – ტრამპმა გაიმეორა ყალბი დაჟინება, რომ ევროკავშირი ,,ძირითადად არ აღიარებს ამერიკული სოფლის მეურნეობის ნაწარმს“.

ევროკავშირმა 2023 ფისკალურ წელს იყიდა 12.3 მილიარდი ღირებულების აშშ-ს სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რამაც ის მეოთხე უმსხვილეს საექსპორტო ბაზრად აქცია ჩინეთის, მექსიკისა და კანადის შემდეგ, ოფიციალური მონაცემებით. ევროკავშირის ფორმირება – ტრამპმა გაიმეორა თავისი ცრუ განცხადება, რომ ევროკავშირი “შეიქმნა შეერთებული შტატების დასამხობად”.

ევროპული საზოგადოებები ჩამოყალიბდა 1950-იან წლებში, როგორც აშშ-დასავლეთ ევროპის ერთობლივი გეგმის ნაწილი, რათა მოხდეს დასავლეთ ევროპის სტაბილიზაცია და უსაფრთხოება და ხელი შეუწყოს კეთილდღეობას ფართო ტრანსატლანტიკურ სივრცეში ვაჭრობის ლიბერალიზაციისა და ეკონომიკური ზრდის გზით:

ვაჭრობა – ჩინეთის მიმართ საბაჟო გადასახადები – ტრამპმა გაიმეორა თავისი რიგიტი ცრუ დაჟინებებიდან ორი იმპორტირებულ ჩინურ საქონელზე. ის ამტკიცებდა, რომ აშშ-მ ასობით მილიარდი დოლარის გადასახადები შეაგროვა “ჩინეთიდან” მისი პრეზიდენტობის დროს, შემდეგ კი ცრუდ ამტკიცებდა, რომ მანამდე არცერთ სხვა პრეზიდენტს არ შეუგროვებია თუნდაც “10 ცენტი“, სანამ ტრამპი ხელისუფლებაში მოვიდოდა, აშშ ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს შოულობდა ჩინეთიდან იმპორტის გადასახადებიდან”. შეერთებულმა შტატებმა დააწესა ტარიფები ჩინურ საქონელზე 1700 წლიდან.

კანადასთან ვაჭრობა – ტრამპმა გაიმეორა მისი ბუნდოვანი განცხადება, რომ აშშ კარგავს წელიწადში 200 მილიარდ დოლარს კანადის გამო. მისი თქმით, აშშ-ს აქვს 200 მილიარდი დოლარის წლიური სავაჭრო დეფიციტი კანადასთან. ფაქტობრივად, აშშ-ს მთავრობის მონაცემებით, აშშ-ს სავაჭრო დეფიციტი კანადასთან საქონლისა და მომსახურების მიმართულებით 2023 წელს იყო დაახლოებით 40,6 მილიარდი დოლარი. მაშინაც კი, თუ მხედველობაში მიიღება მხოლოდ საქონლით ვაჭრობა და იგნორირებული იქნება სერვისებით ვაჭრობა, რომელშიც აშშ უსწრებს, აშშ-ს დეფიციტი კანადასთან იყო დაახლოებით 72,3 მილიარდი დოლარი, რაც გაცილებით ნაკლებია ვიდრე ტრამპის მიერ გამოცხადებული მაჩვენებელი.

ნახეთ მეტი
Back to top button