ეკონომიკამთავარი

სომხეთი აგრძელებს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ორბიტაზე ყოფნას. ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, 5,9%-ით გაიზარდა, – წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2021 წლის რიგგარეშე არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებული მთავრობის 2021-2026 წლებში საშუალო წლიური ეკონომიკური 7%-იანი ზრდის ძირითადი მიზანი  შენარჩუნებულია, რაც 2021-2024 წლებში საშუალოდ 8,15%-ს შეადგენდა, ხოლო 2023 წელს სომხეთმა დააფიქსირა 8,3%-იანი, 2022 წელს კი 12,6%-იანი, 2021 წელს – 5,8%-იანი ეკონომიკური ზრდა.

2024 წლის შედეგების მიხედვით, საშუალო წლიურმა ნომინალურმა ანაზღაურებამ შეადგინა 287172 სრ დრამი (დაახლოებით 736 აშშ დოლარი), რაც 2018 წელთან შედარებით გაიზარდა 114445 სრ დრამით (დაახლოებით 293 აშშ დოლარი) ან 66.3%-ით, ხოლო 2023 წელთან შედარებით 17178 სრ დრამით (დაახლოებით 44 აშშ დოლარი) ან 6.4%-ით. 2024 წლის შედეგების მიხედვით, წლის ბოლოს ინფლაციამ 1.5% შეადგინა, 2018-2024 წლებში კი კუმულატიურმა ინფლაციამ 25.3% შეადგინა. ამრიგად, ხელფასების რეალური ზრდა 2018-2024 წლებში იყო დაახლოებით 40%.

ამგვარად, სომხეთი აგრძელებს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ორბიტაზე ყოფნას.  მშპ-ს კუმულატიურმა ზრდამ 2018-2024 წლებში შეადგინა 43,5%, ანუ 2024 წლის შედეგებით სომხეთის ეკონომიკა 43,5%-ით აღემატება 2018 წლის დასაწყისს.

ნახეთ მეტი
Back to top button