სპორტი
სომხეთის ნაკრები ამხანაგურ მატჩს კოსოვოს ნაკრებთან გამართავს

სომხეთის ნაკრები სტუმრად ამხანაგურ მატჩს კოსოვოს ნაკრებთან გამართავს.
“არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია წერს.
მატჩი 6 ივნისს, კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში, ფადილ ვოკრის სტადიონზე გაიმართება.
მატჩი 21:00 საათზე (ერევნის დროით) დაიწყება.სომხეთის ნაკრები ივნისში მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს, რომელიც 9 ივნისს პოდგორიცაში ჩერნოგორიის ნაკრებს დაუპირისპირდება.







