
სომხეთის ფუტსალის ნაკრებმა ყაზახეთის ნაკრები ანგარიშით 4-2 დაამარცხა და ევრო 2026-ში გავიდა.
გადამწყვეტი შეხვედრა გუშინ შედგა. ეს სომხეთის ფუტსალის ნაკრების პირველი მონაწილეობაა ევროს ფინალურ ტურში, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა სომხური ფეხბურთის ისტორიაში.
სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ მიულოცა გუნდს ეს ისტორიული მიღწევა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს დიდი სტიმული იქნება სომხეთში ფუტსალის განვითარებისთვის.
უეფას ფუტსალის ევრო 2026-ის ფინალი ლიტვასა და ლატვიაში მომავალი წლის 18 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.







