სპორტი
სომხეთი-საქართველოს მატჩის ბილეთები გაყიდულია

უეფას ერთა ლიგის გარდამავალი პლეი ოფის რაუნდის სომხეთი-საქართველოს მატჩის ბილეთები გაყიდულია, იუწყება სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია.
მანამდე ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპასუხო მატჩის ბილეთებიც რამდენიმე საათში გაიყიდა.
უეფას ერთა ლიგის გარდამავალი პლეი ოფის ფარგლებში, სომხეთის ნაკრები საქართველოს 20 მარტს ერევანში (დაიწყება 21:00 საათზე) უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო მატჩი 23 მარტს 18:00 საათზე თბილისის “დინამო არენაზე” გაიმართება. ამ თამაშების შედეგად გადაწყდება, რომელი გუნდი ითამაშებს ერთა ლიგის ქვეჯგუფში.








