
უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის საგზურისთვის სომხეთი-საქართველოს პლეი-ოფის პირველ მატჩს რუმინელი მსაჯების შტაბი უხელმძღვანელებს.
მატჩის მსაჯია რადუ პეტრესკუ, დამხმარე მსაჯები არიან რადუ ზინგულიაკი და მირჩა გრიგორიუ, მატჩის მეოთხე მსაჯი იქნება Video assistant referee (VAR) მსაჯი იტალიელი ალეხანდრო დი პაოლო, ხოლო VAR მსაჯის თანაშემწე იტალიელი ფედერიკო ლა პენა.
სომხეთი-საქართველოს მატჩი 20 მარტს ერევნის ვაზგენ სარგსიანის რესპუბლიკურ სტადიონზე გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.







