სპორტი
ლაშა ტალახაძემ ვარაზდატ ლალაიანი დააჯილდოვა და მასთან ფოტო გადაიღო (ფოტო)

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე +109 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებული და მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ვარაზდატ ლალაიანი ამ წონით კატეგორიაში სამი ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

ლალაიანი, რომელმაც ტიტული მეორედ მოიპოვა, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მსოფლიოსა და ევროპის შვიდგზის ჩემპიონმა, ყოფილმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ დააჯილდოვა, რომელიც ამჟამად საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტია.
ლაშა ტალახაძის ლალაიანისთვის დაჯილდოების შემდეგ ის პოდიუმის პირველ საფეხურზე ავიდა და სომეხ ძალოსანთან ერთად ფოტო გადაიღო.








