მთავარისაერთაშორისო

პრემიერ-მინისტრი კობახიძე მმართველი პარტიის ახალ ლიდერად აირჩიეს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ახალ ლიდერად აირჩიეს. პარტიის წევრებმა მის კანდიდატურას პოლიტიკური გაერთიანების ყრილობაზე მისცეს ხმა, რომელიც ადგილობრივი ტელევიზიებით გადაიცემოდა.

„ყრილობის გადაწყვეტილებით, ირაკლი კობახიძე ერთხმად აირჩიეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარედ“, – განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ კენჭისყრის შემდეგ.

ნახეთ მეტი
Back to top button