ტრამპმა პუტინსა და სი ძინპინს მსოფლიო ლიდერების ანტირეიტინგში გაუსწრო

დემოკრატიების ალიანსის ფონდის „დემოკრატიის აღქმის ინდექსის“ მიხედვით, მთელ მსოფლიოში ტარიფები და ვოლოდიმირ ზელენსკის ოვალურ კაბინეტში თავდასხმები დონალდ ტრამპისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსოფლიოში შეერთებული შტატების აღქმა მნიშვნელოვნად გაუარესდა. გლობალური რეიტინგი 2024 წლის +22 პროცენტიდან 2025 წლის -5 პროცენტამდე დაეცა, რაც ჩინეთზე (+14 პროცენტი) დაბალია და რუსეთის მსგავსია (-9 პროცენტი).
იმ ქვეყნების წილი, სადაც შეერთებულ შტატებს წმინდა დადებითი იმიჯი აქვს, იმავე პერიოდში 76 პროცენტიდან 45 პროცენტამდე შემცირდა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიოში ყველაზე ცნობადი პოლიტიკური ლიდერია, გამოკითხულთა 85 პროცენტი ამბობს, რომ იცნობენ მის ვინაობას. მას მოსდევს ვლადიმერ პუტინი 81 პროცენტით, 63 პროცენტს სმენია ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის შესახებ, ხოლო 35 პროცენტს სმენია ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ნარენდრა მოდის შესახებ. თუმცა, როდესაც საქმე აღქმას ეხება, ტრამპს თითქმის უნივერსალურად ნეგატიური აღქმის რეიტინგი აქვს: მსოფლიოს ქვეყნების 82 პროცენტში ტრამპს წმინდა ნეგატიური რეიტინგი აქვს, რაც გაცილებით უარესია, ვიდრე პუტინის (61 პროცენტი) და სი ძინპინის (44 პროცენტი).







