სპორტი
ტიგრან ბარსეღიანი სლოვაკეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

სომხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ბრატისლავას სლოვანის ნახევარმცველი ტიგრან ბარსეღიანი გასული სეზონის სლოვაკეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
“არმენპრეს”-ის ცნობით, ბარსეღიანმა სეზონის საუკეთესო ბომბარდირის ჯილდოც მიიღო, რომელიც თანაგუნდელ დავიდ სტრელეცთან ერთად გაიყო.
ტიგრან ბარსეღიანმა სლოვაკეთის ჩემპიონატის 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა სლოვაკეთის შემადგენლობაში და 20 გოლი გაიტანა.
ტიგრან ბარსეღიანი სლოვაკეთის ჩემპიონატის გამარჯვებული მეოთხედ გახდა.







