„ერევნის ბალეტის ფესტივალი“ თუმანიანის პარკში

6-დან 13 ივნისის ჩათვლით, ხელოვნების მოყვარულები თუმანიანის პარკში ბალეტის ფეიერვერკს იხილავენ.
ერევნის მერიის ინიციატივით მე-3 წელია მიყოლებით რეგიონში განხორციელებულ უნიკალურ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მოსკოვის „დიდი“, სანქტ-პეტერბურგის „მარინიის“ და ალ. სპენდიარიანის სახელობის ეროვნული აკადემიური ოპერისა და ბალეტის თეატრები.
ერევნის მერია აცნობებს, 6 და 7 ივნისს მოსკოვის დიდი თეატრი „ჟიზელისა“ და „გალა ბალეტის“ ცნობილ წარმოდგენებს შეასრულებს.
9 და 10 ივნისს სანქტ-პეტერბურგის მარიინსკის თეატრი წარმოგვიდგენს „შოპენიანას“, „შეჰერაზადას“ და „გალა ბალეტს“.
13 ივნისს, ალექსანდრე სპენდიარიანის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნული აკადემიური თეატრი შეასრულებს საბალეტო ნაწარმოებებს „ბოლერო“ და „წმინდა გაზაფხული“.
წარმოდგენები საღამოს 8:00 საათზე იწყება. დასწრება უფასოა.







