
27 მაისს სამუშაო ვიზიტით სომხეთს ეწვევა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო. ამის შესახებ განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანი ბადალიანმა. მინისტრი სიარტო მონაწილეობას მიიღებს „ერევნის დიალოგის“ ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში. დაგეგმილია შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან. „ერევნის დიალოგის“ დისკუსიების პირდაპირ ეთერში თვალყურის დევნება ღონისძიების ოფიციალურ ვებსაიტზე და სოციალურ პლატფორმებზეა შესაძლებელი.
ვებ-გვერდი: https://yerevandialogue.com/ Facebook: https://www.facebook.com/YerevanDialogue X: https://x.com/YerevanDialogue Instagram: https://www.instagram.com/yerevandialogue LinkedIn: https://www.linkedin.com/showcase/yerevan-dialogue/







