სპორტი

ნაირ ტიკნიზიანი „ცრვენა ზვეზდაში“ 700 000 ევროს ხელფასს მიიღებს

სომხეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ნაირ ტიკნიზიანი, სერბულ კლუბ „ცრვენა ზვეზდასთან“ ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით. Sport24.ru-ს ცნობით, მისი წლიური ხელფასი 700 000 ევრო იქნება. ტრანსფერიდან „ლოკომოტივი“ 2 მილიონ ევროს მიიღებს.

ნაირ ტიკნიზიანი „ლოკომოტივში“ 2021 წლის აგვისტოდან თამაშობს. გასულ სეზონში მან 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Transfermarkt-ი ნაირ ტიკნიზიანის სატრანსფერო ღირებულებას 4 მილიონ ევროდ აფასებს.

ნახეთ მეტი
Back to top button