სპორტი
„ფიუნიკი“ საქართველოში ორკვირიან საწვრთნელ შეკრებას გამართავს

„ფიუნიკი“ ახალი სეზონისა და ივლისში დაწყებული კონფერენციის ლიგის მატჩებისთვის მზადებას აგრძელებს.
კლუბის პრესსამსახურის ცნობით, „ფიუნიკი“ საქართველოში ორკვირიან საწვრთნელ შეკრებას გამართავს.
24 ივნისს „ფიუნიკი“ „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდება, 29 ივნისს – „გარეჯს“, ხოლო 3 ივლისს გუნდი საწვრთნელ შეკრებას „სამგურალის“ წინააღმდეგ ამხანაგური მატჩით დაასრულებს.
უკვე დასრულებულ სომხეთის საფეხბურთო ჩემპიონატში „ფიუნიკი“ სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იყო.
ხოლო კონფერენციის ლიგის კვალიფიკაციის პირველ რაუნდში „ფიუნიკის“ მეტოქე სან-მარინოელი ტრე ფიორია.







