კულტურამთავარი

სიუნიკის პრინცესა ბიურეღის  ჯვარ-რელიქვია პირველად გამოიფინება

მოძღვარი ვაჰრამ უფროსი (მელიქიანი)  წერს: „ღვთის წყალობით და სრულიად სომეხთა პატრიარქის, უწმინდესი გარეგინ II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ეჯმიაწინის საკათედრო ტაძრის საგანძური-მუზეუმი ხელახლა გაიხსნება.

ამჯერად  პირველად გამოიფინება  რელიქვია „ჯვარი-ცხოველი“  რომელშიც  ჩაშნებულია VII საუკუნის ჯვარი (ისტორიაში ცნობილია, როგორც ჰაცუნიანცთა   ჯვარი).

ეს ოქროს ჯვარი სიუნიკის პრინცესა ბიურეღს ეკუთვნოდა, რომელიც მოტავსებულია  ქრისტე ღმერთის ხის ჯვრის წმინდა ნაწილი. ეს სიწმინდე თავად პრინცესას თხოვნით ბიზანტიის იმპერატორმა ჰერაკლიუსმა გადასცა მას,  როდესაც 627 წელს სპარსული ტყვეობიდან გათავისუფლებული ხის ჯვარი სომხეთის ქვეყნის გავლითგადაჰქონდა კონსტანტინოპოლში, შემდეგ კი

1846 წელს პრინცესას ჯვარი ვანში დამზადებულ დიდებულ ჯვარ-რელიქვიაში ჩაასვენეს და  უდაბნო ლიმში, წმინდა გევორგის ეკლესიაში შეინახეს.

ეს ჯვარი  სომეხი სასულიერო პირების სიბრძნის წყალობით  გენოციდისგან გადარჩენილი საგანძურის ერთ ერთი ნაწილია, რომელიც  ამჟამად წმინდად ინახება ეჯმიაწინის მთავარ საკათედრო ტაძარში, ყველა სომეხის სულიერ ცენტრში.

ნახეთ მეტი
Back to top button