სპორტი

ლევონ არონიანმა Freestyle Chess Grand Slam Tour მოიგო

სომეხმა მოჭადრაკემ ლევონ არონიანმა, რომელიც აშშ-ის დროშის ქვეშ თამაშობს, ფიშერის სწრაფი ჭადრაკის ტურნირის, თავისუფალი სტილით ჭადრაკის გრანდ სლემის ფინალში ჰანს მოკე ნიმანი დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

“Armenpress”-ის ცნობით, ამის შესახებ chess.com იტყობინება. არონიანმა ტურნირის მოგებისთვის 200 ათასი დოლარი მიიღო.

ტურნირის დროს არონიანმა შთამბეჭდავი გამარჯვებები მოიპოვა მაგნუს კარლსენთან, ჰიკარუ ნაკამურასთან და არჯუნ ერიგაიშისთან თამაშისას, სანამ ფინალში გავიდოდა.

ტურნირის მოგების შემდეგ, ლევონ არონიანი თავის Facebook გვერდზე წერს:

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ლას-ვეგასში თავისუფალი სტილით ჭადრაკის გრანდ სლემი მოვიგე. აღნიშვნის დროა. მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, მეგობრებს და გულშემატკივრებს. ყოველთვის წინ”, – წერს არონიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button