მთავარიპოლიტიკა

არმენ გრიგორიანმა და სერგეი კოპირკინმა სომხეთ-რუსეთის დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

7 სექტემბერს, სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა მიიღო რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში სერგეი კოპირკინი.

Armenpress-ის ცნობით, სომხეთის უშიშროების საბჭოს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრის დროს თანამოსაუბრეებმა განიხილეს სომხეთ-რუსეთის ორმხრივ დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები და ისაუბრეს შემდგომ თანამშრომლობაზე. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის უშიშროების საბჭოს ოფისებს შორის თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას.

თანამოსაუბრეებმა ასევე განიხილეს რეგიონში უახლესი მოვლენები და გაცვალეს მოსაზრებები რეგიონს გარეთ უსაფრთხოების სიტუაციასთან დაკავშირებით.

ნახეთ მეტი
Back to top button