რუსეთი არ შეასრულებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდასთან დაკავშირებით: პესკოვი

რუსეთის ფედერაცია არ შეასრულებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდასთან დაკავშირებით, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, იტყობინება „რია ნოვოსტი“.
„ჩვენ გვჯერა, რომ ეს ცალკე თემაა, ცალკე არსი, ჩვენ არ შევასრულებთ გადაწყვეტილებას (საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდასთან დაკავშირებით)“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გამოიტანა გადაწყვეტილება სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხზე (მუხლი 41) და მორალური ზიანისთვის მიანიჭა 253 018 000 ევროს ოდენობის კომპენსაცია, რომელიც მიადგა 29 000-ზე მეტ მსხვერპლს იმ სქემის ან დარღვევების სისტემის, რომლისთვისაც რუსეთი დამნაშავედ იქნა ცნობილი 2024 წლის გადაწყვეტილებით.







