მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანი 44-დღიანი ომის დროს საჰაერო თავდაცვის სისტემის პრობლემურ მდგომარეობაზე  -ეს ყველაფერი ჯართი იყო

44-დღიანი ომის დროს სომხეთის მიერ გამოყენებული საჰაერო თავდაცვის საშუალებების უმეტესობა ჯართი იყო და მოკავშირეებმა სომხეთს მხოლოდ სიმბოლური მხარდაჭერა გაუწიეს.

ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავის Facebook გვერდზე დაწერა, სადაც პასუხობს  სომხეთის რესპუბლიკის მესამე პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის განცხადებებს.

 „რა არის გაუგებარი? თქვენს მიერ დატოვებული საჰაერო თავდაცვის სისტემა, არა ცალკე აღებული აქტივები, არამედ, ზოგადად, საჰაერო თავდაცვის სისტემა, ჯართი იყო. სიტყვის პირდაპირი გაგებით, ჯართი. მოკავშირეები კი სამთითიან კომბინაციას გვიჩვენებდნენ მათი განახლების მოთხოვნის საპასუხოდ (უფრო ადრეც გვაჩვენეს სამთითიანი კომბინაცია, თორემ, 2018 წლის მდგომარეობით, ჯართის ნაცვლად სხვა რამ იქნებოდა) და იმისათვის, რომ მათი მხრიდან სამთითიანი კომბინაციის ჩვენება არც ისე თვალშისაცემი ყოფილიყო, მოკავშირეები სიმბოლურად ერთ ან ორ რამეს წამოგვიგდებდნენ ხოლმე,  საჭირო რაოდენობის 0.1 პროცენტს, რათა მოგვიანებით, თემა თუ გაიხსნებოდა, სათქმელი ჰქონოდათ“, – წერს პრემიერ-მინისტრი.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კუხო-ს წევრობის ფაქტი და მოწოდებული თანხების სხვა რეგიონებში შესაძლო განლაგებაც გავლენას ახდენდა მხარდაჭერის დონეზე.

 „კერძოდ, ორ გარემოებას აღნიშნავდნენ: ის ფაქტი, რომ სომხეთის რესპუბლიკა არის კუო-ს წევრი და ის, რომ გამოყოფილი თანხები შეიძლება განთავსდეს ტერიტორიებზე, რომლებიც არ წარმოადგენს სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიებს“.

„ჩვენ ვცდილობდით, შეგვეძინა ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო, სხვათა შორის, ვცდილობდით მოდერნიზებას იმ დროს სომხეთის რესპუბლიკაში მოქმედი უმაღლესი რანგის სამხედრო ოფიცრების რჩევებისა და რეკომენდაციების საპასუხოდ“, – წერს პრემიერ-მინისტრი.

ნახეთ მეტი
Back to top button