სპორტი

არმან წარუკიანმა განაცხადა, როდის სურს ილია თოფურიასთან ბრძოლა

UFC-ის მსუბუქი წონის დივიზიონის (70 კგ-მდე) ლიდერმა, არმან წარუკიანმა, განაცხადა, როდის სურს ესპანეთის წარმომადგენელ ქართველ მებრძოლ ილია თოფურიასთან ბრძოლა. „არ მინდა ლოდინი. თუ ჰუკერთან კარგი ბრძოლა მექნება და UFC იანვარში შემომთავაზებს ბრძოლას, უყოყმანოდ მივიღებ შეთავაზებას“, – ციტირებს სომეხი მებრძოლის სიტყვებს MMA Fighting. შეგახსენებთ, რომ 22 ნოემბერს არმან წარუკიანი დოჰაში ახალ ზელანდიელ დენ ჰუკერთან იბრძოლებს. სომეხმა მებრძოლმა შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში 25 ბრძოლა ჩაატარა, 22 მოიგო და 3-ში დამარცხდა. ილია თოფურია UFC-ის მსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონია. მან 17 ბრძოლაში ამდენივე ბრძოლა მოიგო.

ნახეთ მეტი
Back to top button