სპორტი
სომხეთის ნაკრებმა ქართველები დაამარცხა

ერევანში გამართული Unibank Cup-ის ამხანაგური ტურნირის დასკვნით ეტაპზე სომხეთის ფუტსალის ნაკრებმა საქართველოს ნაკრები 3:1 დაამარცხა.
სომხეთის ნაკრებმა ამ ტურნირში სამი გამარჯვება მოიპოვა და გამარჯვებულის ტიტული დაიმსახურა.
გამარჯვებულებს თასი სომხეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ეღიშე მელიქიანმა გადასცა.







