მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს

სომხეთისა და ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სატელეფონო საუბრისას ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბული ვითარება განიხილეს. არარატ მირზოიანმა შეშფოთება გამოთქვა სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმების გამო. ამის შესახებ იტყობინება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. „საუბრის დროს განხილული იქნა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება. მინისტრი მირზოიანი დაინტერესდა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შედეგად შექმნილი სიტუაციით და შეშფოთება გამოთქვა სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმების გამო. მათ გაცვალეს მოსაზრებები სიტუაციის მოგვარების შესაძლებლობებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button