ეკონომიკა

აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების კიდევ ერთი პარტია გაიგზავნა

აზერბაიჯანული მედია საშუალებები აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების კიდევ ერთი პარტიის გაგზავნის შესახებ იუწყებიან.

“Armenpress”-ის ცნობით, აზერბაიჯანული მედია საშუალებების ცნობით, სომხეთში 22 ვაგონით 1298 ტონა დიზელის საწვავი გაიგზავნა. აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანიდან სომხეთში ამ დროისთვის სულ 6312 ტონა დიზელის საწვავი, 979 ტონა AI-92 ბენზინი და 2955 ტონა AI-95 ბენზინი გაიგზავნა. ცნობილია, რომ რუსეთიდან სომხეთში აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით 240 ტონა სასუქი გაიგზავნა. ამ დროისთვის რუსეთიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით 23,9 ათასი ტონა ხორბალი, 1100 ტონაზე მეტი სასუქი და 68 ტონა წიწიბურა გაიგზავნა.

ნახეთ მეტი
Back to top button