მთავარიპოლიტიკა

35 წელია, ამ მომენტს ველოდით, რომ რეგიონულ თანამშრომლობაზე გვესაუბრა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

„როდესაც სამხრეთ კავკასიასა და მის ურთიერთდაკავშირებულობაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, თავად სამხრეთ კავკასიაზე მინდა ვისაუბრო. სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო – ჩვენ სამ ათწლეულზე მეტია დამოუკიდებელი რესპუბლიკები ვართ. ამ რეგიონმა მრავალი ტრაგედია გადაიტანა: კონფლიქტები, ლტოლვილები, იძულებით გადაადგილებული პირები, ეკონომიკური ქაოსი. შედეგად, ჩვენ კვლავ განვითარების გზაზე ვართ“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ „ერევნის დიალოგის“ კონფერენციაზე.

 მისი თქმით, ადრე სამხრეთ კავკასია მხოლოდ გეოგრაფიული იდეა იყო და დღეს პირველად გახდა შესაძლებლობა, რეალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეგიონად გადაქცეულიყო.

 „ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ეს არ იყო მოცემულობა, ჩვენ ეს ყველაფერი ჯერ არ მიგვიღწევია, ჩვენ გზაში ვართ. რეგიონული თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. სამხრეთ კავკასია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ამჯერად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო 35 წელია ველოდით ამ მომენტს, რომ გვქონდეს შესაძლებლობა, ვისაუბროთ რეგიონულ თანამშრომლობაზე.

საქართველოს ძალიან კარგი ურთიერთობები ჰქონდა ყველა ჩვენს სამხრეთელ პარტნიორთან, თურქეთთან, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბროთ რეგიონზე, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება სამომავლო  კავშირისთვის. რადგან მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობები არ არის საკმარისი იმისთვის, ვიყოთ გარე სამყაროსთვის მიმზიდველი. თუ გვექნება რეგიონული კავშირისთვის სათაბადო  გზები, ეს სამხრეთ კავკასიას მიმზიდველს გახდის, ის გარე სამყაროსთვის მიმზიდველ ცენტრად იქცევა,  ინვესტიციები მოახდინონ და ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესების ნაწილად იქცნენ.  ეს არის ის, რაც განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო.

 ჩვენი მოტივაცია დიდია,  ძალიან დაინტერესებულები ვართ ამ რეგიონული თანამშრომლობის შემდგომი განვითარებით. საქართველომ, თქვენ იცით, ასევე დიდი ინვესტიცია ჩადო ამ ყველაფერში და მოუთმენლად ველით, რომ სამხრეთ კავკაცია გახდება საერთაშორისო ვაჭრობის, საერთაშორისო ინვენსტიციის , ეკონომიკური  მობილურობის მიმზიდველი კვანძი“.    

ნახეთ მეტი
Back to top button