
სომხეთი უკრაინის საკითხში რუსეთის მოკავშირე არ არის.
„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის ბრიფინგზე განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ერევანში ვიზიტისა და მასთან დაკავშირებული კრიტიკის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას.
„უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით, ამ თემაზე განცხადებები ადრეც გამიკეთებია. ჩვენ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გავუგზავნეთ და ვთქვი, რომ უკრაინის საკითხში რუსეთის მოკავშირეები არ ვართ“, – თქვა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალმა-ათას დეკლარაცია სომხეთისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, რომლის საფუძველზეც ერევანი ასევე აშენებს სამშვიდობო პროცესს აზერბაიჯანთან.
„თქვენ იცით, რამდენად მნიშვნელოვანი და ფუნდამენტურია ალმა-ათას დეკლარაცია ჩვენთვის და ჩვენ ამ დეკლარაციას ვეყრდნობით და ამ საფუძველზე ვაშენებთ მშვიდობას აზერბაიჯანთან. ეს ჩვენი პრინციპული პოზიციაა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 4 მაისს ერევანს ეწვია, რათა მონაწილეობა მიეღო ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის მერვე სამიტში.







