კულტურამთავარი

სომხეთის საზოგადოებრივი რადიომაუწყებლობა  მეორე საუკუნეს ახალი ლოგოთი და ბრენდინგით იწყებს

სომხეთის საზოგადოებრივი რადიომაუწყებლობა  წელს 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, რომელსაც მრავალჟანრული ღონისძიებებით იზეიმებს. მთავრობის საიუბილეო კომისიამ უკვე დაამტკიცა პროგრამა, რომელიც 16 ოფიციალური და კულტურული ღონისძიებისგან შედგება. იუბილეს ფარგლებში საზოგადოებას რადიოს ახალ  ლოგოსა  და ბრენდინგს წარუდგენენ.  ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი რადიოს აღმასრულებელმა  დირექტორმა   არმენ ქოლოიანმა ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა, სადაც  მან მიულოცა საზოგადოებრივ რადიომსმენელებსა და რადიოს თანამშრომლებს.  

„საზოგადოებრივი რადიომაუწყებლობა, როგორც სომხური რადიოს სამართალმემკვიდრე, სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში ყოველთვის ერთგული იყო თავისი მისიის. რადიო ყველაზე ჯადოსნური სამაუწყებლო საშუალებაა. ჩვენი ოცნებაა, რომ აქ განახლება მოხდეს და საბედნიეროდ, მთავრობის დახმარებით, წელს მინიმუმ ორი ახალი პავილიონის შექმნას და სხვა პავილიონების აღჭურვილობის შეცვლას შევეცდებით“, – თქვა კოლოიანმა.

როგორც  სომხური საზოგადოებრივი რადიომაუწყებლობის 100 წლის იუბილის პასუხისმგებელმა პირმა ედგარ ამირხანიანმა  თქვა,  სადღესასწაულო ღონისძიებები 16-ით არ შემოიფარგლება.

 „ეთერში უკვე ბევრი სხვა პროგრამა და ინიციატივაა, რომლებიც საზოგადოებრივი რადიოს როლზე, მნიშვნელობასა და დაფასებაზე მოგვითხრობენ. ჩვენ მრავალი ღონისძიებიდან 16 შევარჩიეთ. ერთ-ერთი მათგანია დიდი მედიაკონფერენცია, რომელიც ერთი სახურავის ქვეშ შეკრებს ევროპის მაუწყებლობის კავშირის მრავალი ცნობილი რადიოსადგურის ხელმძღვანელს, ჟურნალისტებს“, – თქვა ამირხანიანმა და დასძინა, რომ 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ოფიციალური გახსნის ცერემონია 22 მაისს, რადიოს სახლის ეზოში გაიმართება. საზოგადოებრივი რადიოს 100 წლის იუბილეს ფარგლებში ასევე მოსალოდნელია კონცერტები, ფილმის პრემიერა, გამოშვებული იქნება საიუბილეო მარკა და სამახსოვრო მედალი. გარდა ამისა, ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობაში დამონტაჟდება ინტერაქტიული რადიო პავილიონი, ხოლო რადიოს სახლის  შესასვლელი განახლდება ახალი პოსტერით, რომელიც საიუბილეო წლის უნიკალურ სავიზიტო ბარათად იქცევა.

სომხეთის საზოგადოებრივი რადიო მაუწყებლობს 1926 წლის 1 სექტემბრიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button