პოლიტიკა

ქართველი ექსპერტი: სამხრეთ კავკასიას რეგიონული იდენტობის შესანარჩუნებლად ერთიანი ეკონომიკური პლატფორმა სჭირდება

სამხრეთ კავკასიის სამი რესპუბლიკა სრულად ვერ განვითარდება, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, თუ არ შექმნიან საერთო ეკონომიკურ პლატფორმას, რომელიც დაფუძნებული იქნება გამაერთიანებელ ფაქტორებსა და გარე დაშლისგან დაცვაზე. ეს განცხადება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გოჩა ცოფურაშვილმა გააკეთა ვიდეოკონფერენციის დროს, სახელწოდებით „მეხსიერების ქვაკუთხედი – მომავლის საყრდენი: როგორ შევინარჩუნოთ რეგიონული იდენტობა ახალი დერეფნების ეპოქაში“.

ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთმა, საქართველომ და აზერბაიჯანმა უნდა გადალახონ ვიწრო სახელმწიფოებრივი ინტერესები და შექმნან ერთიანი სივრცე დაახლოებით 20 მილიონიანი მოსახლეობით, რომელიც მიმზიდველი იქნება გლობალური მოთამაშეებისთვის არა როგორც ბერძნული მითოლოგიის  „განხეთქილების ვაშლი“, არამედ როგორც სტაბილური პარტნიორი.

თავის გამოსვლაში ცოფურაშვილმა აღნიშნა რეგიონის ქვეყნებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს თავიდან აიცილონ სატარიფო ომები და კონკურენცია ლოჯისტიკაში, განსაკუთრებით შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში. მან ხაზი გაუსვა საბაჟოზე „ერთი ფანჯრის“ სისტემის დანერგვის აუცილებლობას, რათა სატრანზიტო ტვირთებმა გაიაროს სამივე რესპუბლიკაში ერთი დოკუმენტის გამოყენებით ხელოვნური ბარიერების გარეშე.

მისი თქმით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საქართველომ უკვე გაიარა ევროპულ სტანდარტებთან ადაპტაციის რთული პროცესი და ეს გამოცდილება აჩვენებს, რომ დასავლური კვოტებისა და აკრძალვების ბრმად დაცვა ხშირად იწვევს ბალანსის დაკარგვას.

 „ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ შედეგები არ არის ის, რაც გვსურს: ევროპიდან იმპორტი მნიშვნელოვნად აღემატება ექსპორტს, ხოლო ჩრდილოეთის ბაზარი ჩვენთვის მომგებიანი და ისტორიულად შეუცვლელი რჩება“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

ყოფილმა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ტრადიციული ბაზრების შენარჩუნების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სომხურ გარგარსა და ქართულ ატამზე ყოველთვის უფრო დიდი მოთხოვნილება იქნება ჩრდილოეთში, ვიდრე ევროპაში. ცოფურაშვილმა შეაქო სომხეთის წარმატებები სოფლის მეურნეობის სექტორში და აღნიშნა, რომ სომხური რძის  და ხორცის პროდუქტები უკვე წარმატებით კონკურირებენ  საქართველოს ბაზარზე.

ნახეთ მეტი
Back to top button