
ცენტრალური საარჩევნო კომისია 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს 14 ივნისს გამოაქვეყნებს. ამის შესახებ საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ ვაჰაგნ ჰოვაკიმიანმა.
„19 ივნისი კი არის ის დღე, როდესაც პოლიტიკურ ძალებს შეუძლიათ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა“, – თქვა მან.







