ეკონომიკა
სომხეთი ქართული პომიდვრის მთავარი იმპორტიორი გახდა

BM.GE-ს ცნობით, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტირებული იქნა 1,292 ტონა პომიდორი, რომლის საერთო ღირებულება 1,9 მილიონი აშშ დოლარი იყო.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის ღირებულება 4,5%-ით გაიზარდა, თუმცა ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობა 3,2%-ით შემცირდა.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ საანგარიშო პერიოდში ქართული პომიდორი მხოლოდ სამ ქვეყანაში გაიყიდა. ძირითადი საექსპორტო ბაზარი იყო სომხეთი, სადაც მოწოდებული იქნა 888 ტონა პროდუქტი, რომლის ღირებულება 1,4 მილიონი აშშ დოლარი იყო. მას მოსდევს რუსეთი 383 ტონით, რომლის ღირებულება 432 ათასი აშშ დოლარია, ხოლო რუმინეთში ექსპორტირებულია 20 ტონა პომიდორი, რომლის ღირებულება 13 ათასი აშშ დოლარია.







