საზოგადოება
ხოსროვის ტყის სახელმწიფო ნაკრძალში სომხეთის წითელ წიგნში შეტანილი ბეზოარის თხები კამერით დააფიქსირეს

ხოსროვის ტყის სახელმწიფო ნაკრძალის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო და ფოტოები, სადაც ბეზოარის თხებია გამოსახული. „ბეზოარის თხები ბუნების ღირებული წარმომადგენლები არიან. ისინი შეტანილია სომხეთის წითელ წიგნსა და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაში, ამიტომ მათი კონსერვაცია დიდი მნიშვნელობისაა ეკოსისტემების ბალანსის შესანარჩუნებლად“, – წერია გამოქვეყნებულ ფოტოებსა და ვიდეოში.









