მთავარისაერთაშორისო
ევროკავშირი 1 ივლისიდან გახსნის საზღვარს 14 ქვეყანასთან, მათ შორიც საქართველოცაა

როგორც „ნიუს.ამ“ წერს, ევროკავშირმა საქართველო შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, რომლებთანაც 1 ივლისიდან საზღვრები გაიხსნება. გადაწყვეტილება 30 ივნისს, ევროსაბჭოს რეკომენდაციაზე დაყრდნობით იქნა მიღებული.
მიმდინარე ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოსთან გარდა, ევროკავშირის საზღვრები იხსნება შემდეგი ქვეყნებისთვის:
- ალჟირი
- ავსტრალია
- კანადა
- იაპონია
- მონტენეგრო
- მაროკო
- ახალი ზელანდია
- რუანდა
- სერბეთი
- სამხრეთ კორეა
- ტაილანდი
- ტუნისი
- ურუგვაი
რაც შეეხება ჩინეთს, მათი მოქალაქეებისთვის საზღვრები ორმხრივი შეთანხმების შემთხვევაში გაიხსნება.
ანდორას, მონაკოს, სან მარინოსა და ვატიკანის მაცხოვრებლები კი, აღნიშნული რეკომენდაციის საფუძველზე, ევროკავშირის ბინადართა სტატუსით ისაგებლებენ.







