მოსკოვი დადებით შეფასებას აძლევს ეუთო-ს როლს დნესტრისპირეთისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ეძღვნება.
„ეუთო დადებით როლს ასრულებს დნესტრისპირეთისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ხელშეწყობაში. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარება უნდა განხორციელდეს მშვიდობიანი პოლიტიკურ-დიპლომატიური მეთოდებით, დადგენილ ფორმატებში, კონფლიქტის მხარეების უშუალო მონაწილეობით და მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით“, – ნათქვამია განცხადებაში.