ეკონომიკა

მოსკოვის საფონდო ბირჟამ ვაჭრობა  სომხურ დრამში დაიწყო

მოსკოვის საფონდო ბირჟის სავალუტო ბაზარზე ვაჭრობა სომხურ დრამში  დაიწყო. იტყობინება “არმენპრესი”, TASS საფონდო ბირჟის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით. Spot-swap ინსტრუმენტები ხელმისაწვდომია ტრეიდერებისთვის და მათი მომხმარებლებისთვის შემდეგ სავალუტო წყვილებში: სომხური დრამი-რუსული რუბლი (AMD/ RUB),  – აშშ დოლარი – სომხური დრამი USD / AMD, სამხრეთ აფრიკის რენდი -რუსული რუბლი (ZAR / RUB), აშშ დოლარი – სამხრეთ აფრიკის რენდი (USD / ZAR).

აღნიშნულია, რომ მოსკოვის საფონდო ბირჟის სავალუტო ბაზარზე დაგეგმილია ვაჭრობის დაწყება ისეთი სავალუტო წყვილებით, როგორიცაა უზბეკური სუმი – რუსული რუბლი (UZS / RUB), აგს დრჰამი – რუსული რუბლი (AED / RUB) და აშშ დოლარი – UAE დრჰამი (USD / AED).

ნახეთ მეტი
Back to top button