პოლიტპატიმრების სიაში 100 ადამიანია. აზერბაიჯანი

4 ნოემბერს „აზერბაიჯანის პოლიტპატიმრების თავისუფლების კავშირმა“ ქვეყნის პოლიტპატიმრების განახლებული სია გამოაქვეყნა. სია შეადგინეს მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის დირექტორმა ლეილა იუნუსმა და პოლიტპატიმრების მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელმა ელშან ჰასანოვმა.
https://news.am/arm/news/728618.html?
მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის განცხადებაში ნათქვამია, რომ სიაში 100 ადამიანის გვარია შესული. სიის შემდგენლებმა გამოიყენეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ განსაზღვრული „პოლიტპატიმრის“ კონცეფციის კრიტერიუმები.
წინა სია გამოქვეყნდა 2022 წლის 28 სექტემბერს. როგორც ელშან ჰასანოვმა Turan-ს განუცხადა, სიაში ახალი სახეები გამოჩნდნენ: ოსმან ნარიმანოღლუ, ვებ-გვერდი Demokratik.az-ის ხელმძღვანელი და რელიგიური სიმღერების შემსრულებელი ვუგარ რასული.
ნარიმანოღლუ დააკავეს 2022 წლის 5 ივლისს სამელიორაციო დეპარტამენტის თანამდებობის პირებისა და გერანბოსა და გეიგელის რაიონების ექიმებისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით. დაკავების შემდეგ ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ბრალდებები იყო ცრუ, რომ მას ცილს სწამებდნენ ისინი, ვისი კორუფციის შესახებაც მან გამოაქვეყნა გამომამჟღავნებელი მასალები. ნარიმანოღლუ ამტკიცებს, რომ პროკურატურას გამოძალვის მტკიცებულება არ გააჩნია, თქვა ჰასანოვმა.
ვუგარ რასული ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით 2022 წლის 18 ივლისს დააკავეს. უფლებადამცველების თქმით, მისი ადგილსამყოფლისა და ბრალდების შესახებ ოჯახს მხოლოდ 22 ივლისს შეატყობინეს.
პოლიტპატიმრები იყოფიან შვიდ ჯგუფად: ჟურნალისტები და ბლოგერები – 6 ადამიანი, ოპოზიციური პარტიებისა და მოძრაობის წევრები – 4 ადამიანი, გერმანიიდან დეპორტირებული პოლიტიკური ემიგრანტები – 5 ადამიანი, მორწმუნეები – 18 ადამიანი, ტერტერის საქმეზე მსჯავრდებულები – 27 ადამიანი, განჯის საქმეზე მსჯავრდებული – 27 პირი, უვადო მსჯავრდებულები: 13 პირი.







