
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მომავალ კვირას სომხეთში კუხო-ს სამიტში მონაწილეობას გეგმავს, წერს ,,რია ნოვოსტი“. პრეზიდენტის მომავალი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
23 ნოემბერს ერევანში გაიმართება კუხო კოლექტიური უშიშროების საბჭოს სხდომა. ღონისძიებას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი და ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი დაესწრებიან.







