მთავარიპოლიტიკა

ევროპა ვერ დახუჭავს თვალს დემოკრატიული ღირებულებების დარღვევაზე  –  რუბენ ვარდანიანი

სომხეთის სახელმწიფო მინისტრმა რუბენ ვარდანიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ ინტერვიუ მისცა ორ ევროპულ მედიას, ესპანურ EL PAIS-ს და იტალიურ La Nuova Bussola Quotidiana-ს.

მისი თქმით, ინტერვიუებში მან ისაუბრა აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის  ბლოკადის რეალურ მიზეზებზე, იქ  არსებულ ვითარებაზე და იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ევროპულმა ინსტიტუტებმა და საზოგადოებამ უნდა გადადგას ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად.

სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა საჰაერო ჰუმანიტარული დერეფნის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე, რომელიც გამოიყენებოდა ბერლინისა და სარაევოს ალყის დროს.

„ევროპა ვერ დახუჭავს თვალს ავტორიტარული აზერბაიჯანის მიერ 120 000 ადამიანის უკანონო ბლოკადაზე, სომხეთიდან გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების მუდმივ საფრთხეზე, ყველა სახის ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების დარღვევაზე“, – წერს ვარდანიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button