ეკონომიკა
კომპანია „Armenia Wine“-მ მიიღო ექსკლუზიური უფლება ორგანული ღვინოების გაყიდვაზე აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში

საერთაშორისო ორგანიზაცია “EcoCert”-მა, რომლის უშუალო კონტროლით სომხეთში მევენახეობა-მეღვინეობის ყველაზე დიდი პროგრამა ხორციელდება, კომპანია “Armenia Wine”-ს აშშ-ში ორგანული ღვინოების რეალიზაციის ლიცენზია მიანიჭა. ამის შესახებ იუწყება armenpress.am-ი.
ამჟამად, მთლიანი ფართობით 75 ჰექტარი ორგანულ ბაღებში კომპანია “Armenia Wine” ამუშავებს ყურძნის 11 ევროპულ ჯიშს.
სომხური ტერუარი უბრალოდ შესანიშნავი გარემოა ორგანული მევენახეობისთვის. კომპანია “Armenia Wine”-ს ფრანგი მთავარი კონსულტანტ-მეღვინე ჟან ბატისტ-სულაის ეს რწმენა გახდა სომხური ორგანული მევენახეობის გზის დასაწყისი, რომელსაც კომპანია “Armenia Wine”-ი დაადგა. დღეს ეს გზა მევენახეობის დამკვიდრებული და პერსპექტიული დარგია სომხეთში.







