სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან. როგორც “ARMENPRESS”-ს აცნობეს სრ მთავრობაში, მხარეებმა განიხილეს აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადით გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისთან დაკავშირებული საკითხები. ნიკოლ ფაშინიანმა და ენტონი ბლინკენმა მოსაზრებები გაცვალეს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მოწესრიგებისა და რეგიონში საკომუნიკაციო არხების გახსნის პერსპექტივებზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გაიმეორა მოწოდება ლაჩინის დერეფნის დაუყონებლივ გახსნის თაობაზე და ხაზი გაუსვა, რომ აშშ მზადაა გააგრძელოს ზემოაღნიშნული პროცესების მხარდაჭერა. სატელეფონო საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა გამოთქვა შეშფოთება ბოლო დროს აზერბაიჯანის მზარდი აგრესიული რიტორიკის გამო.
მსგავსი სტატიები
ევროკავშირის ელჩი ბაქოში უნგრეთის მიერ სომხეთისთვის დახმარების დაბლოკვისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ
03.05.2024, 18:44
საფრანგეთი, ინდოეთი და საბერძნეთი ცდილობენ დაეხმარონ სომხეთს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში – EurAsian Times
03.05.2024, 18:35
ალექსანდროვი: რუსეთმა არ შეასრულა თავისი ვალდებულებები სომხეთის დასაცავად და ამისთვის არავინ დასჯილა
03.05.2024, 17:51
ევროკავშირი მზადაა უზრუნველყოს სახსრები, რათა სომხეთმა შეძლოს უსაფრთხოების სისტემის განვითარება – პოლიტოლოგი
03.05.2024, 15:19