პოლიტიკა

თუ რუსი სამშვიდობოები არიან არცახში, მაშინ კენჭისყრისას რუსეთის ფედერაციის მისამართით უხეში გამოთქმებისაგან  სომხეთმა თავი უნდა შეიკავოს? –   ეღოიანი

ზოგადად, სომხეთი ხმას აძლევს ისე, როგორც ეს რუსეთის ინტერესებშია. ამის შესახებ როგორც news.am-ი წერს, დღეს, 2 მაისს, ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებთან საუბარში, პარლამენტის სდ ფრაქცია „სამოქალაქო დაცვის“  დეპუტატმა არმან ეღოიანმა აღნიშნა, რომ წინა დღეს სომხეთმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას გაეროში, სადაც ნახსენები იყო  რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.

კითხვაზე არის თუ არა ჩვენს ინტერესებში რუსეთის აგრესორად წოდება, იმის გათვალისწინებით, რომ არცახში რუსი სამშვიდობოები დგანან, ეღოიანმა უპასუხა: ”ეს პრიმიტიულია. ჩვეულებრივ, საერთაშორისო რეზოლუციებში არის რეზოლუციები ძალიან გრძელი ტექსტებით, სადაც სხვადასხვა მიდგომაა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. აზერბაიჯანთან დაკავშირებულ საკითხებში არაერთხელ გვქონია მსგავსი საკითხი.

ყველა სახელმწიფო ზრუნავს თავისი სახელმწიფოს ინტერესებზე. თუ ამ რეზოლუციაში არის რაიმე დადებითი მისი სახელმწიფოსთვის, მას შეუძლია ხმა მისცეს მას. შემდეგ ის ითვალსიწინებს თავისი მოკავშირეების ინტერესებს, შემდეგ კი –  თავისი მეგობრების ინტერესებს. ყოველთვის არ ხდება, რომ ყველას ინტერესები ერთ რეზოლუციაში ერთმანეთის თანხვედრაშია.

თქვენ ამბობთ, რომ რუსი სამშვიდობოები დგანან არცახში, ანუ აქედან გამოიტანეთ დასკვნა, რომ საერთაშორისო  ინსტანციებში კენჭისყრისას თუ  რუსეთის წინააღმდეგ მკვახე  სიტყვები იქნა  გამოყენებული, სომხეთმა  თავი უნდა  შეიკავოს? და რატომ შეიკავოს თავი? იქნებ წინააღმდეგ უნდა მისცეს ხმა?   თავშეკავება ჯობს? –   სომხეთმა ყველაფერი გააკეთა რუსეთთან ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობების უზრუნველსაყოფად“.

ნახეთ მეტი
Back to top button